Skip to content Skip to footer

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრობა

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრი შეიძლება იყო საქართველო მოქალაქე, რომელიც აღიარებს რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წესდებას, იზიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

ორგანიზაციის წევრობის მსურველი პირი წერილობით მიმართავს გამგეობას. წერილობით განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის მინიმუმ ერთი წევრის წერილობითი რეკომენდაცია:

ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:

  1. მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში
  2. მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის პროგრამებსა და პროექტებში (ისარგებლოს მონაწილეობის პრიორიტეტული უფლებით)
  3. დანიშნული ან არჩეული იქნას წესდებით გათვალისწინებულ ნებისმიერ თანამდებობაზე
  4. მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ

ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

  1. დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი და ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
  2. ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს წესდებით გათვალისწინებული პირობების დაცვით და გამგეობასთან შეთანხმებით
  3. გადაიხადოს საწევრო შენატანი (საწევროს შენატანის ოდენობას და გადახდის ვადებს ადგენს ორგანიზაციის გამგეობა)

ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  1. ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ პირადი განცხადების საფუძველზე
  2. გამგეობის მიერ წევრის ორგანიზაციიდან გარიცხვის შემთხვევაში, თუ მისი საქამიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს
  3. საწევრო შენატანის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში.
  4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში

ტელეფონი

ელ-ფოსტა

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 9:00-18:00

მისამართი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 73

rrg.ge © 2025.