Skip to content Skip to footer
ჩვენ შესახებ

ა(ა)ი.პ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია კვლევების და რეფორმების პაკეტების შემუშავების გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.

ორგანიზაციის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და ისწრაფვის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ. ჩვენი წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე რომელიც აღიარებს ორგანიზაციის მიზნებს, იზიარებს მის ხედვას და გაცნობიერებული აქვს საკუთარი მისიის მნიშვნელობა.

მისია

ჩვენ, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრები ვთანხმდებით, როგორც თითოეული ჩვენგანის სწრაფვის სურვილს და შესაძლებობას საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბლებად. თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით უნდა განხორციელდეს საქართველოში ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწარობის, პარტნიორობის, დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის, მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერების, კანონის პატივისცემის და საქართველოს სახელმწიფოს ერთგულების იდეასა და პრინციპებზე.

საზოგადოების გაძლიერებისთვის ჩვენ ადვოკატირებას და ლობირებას გავუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და რეფორმების პაკეტებს რათა გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული.

ხედვა

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით, რომელიც იზიარებს კანონის პატივისცემის და საქართველოს სახელმწიფოს ერთგულების იდეასა და პრინციპებს.

მიზანი​
  • საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
  • საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება
  • მმართველობის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
  • არჩევნების მონიტორინგი და სამართლიანი, ობიექტური, თანასწორი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ევრო-ატალნტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკურ-სამოქალაქო და სხვა უფლებების დაცვა
  • საქართველოს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე სხვადასხვა შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა
  • საზოგადოებაში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა

rrg.ge © 2024.