რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის მხარდაჭერით შექმნა „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“. პერსონალური ასისტენტის სერვისი საქართველოსთვის წარმოადგენს სიახელს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის №01-13/ნ ბრძანების მიხედვით (ბრძანება), პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა მუნიციპალიტეტების დელეგირებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი – „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“ ამ ეტაპზე არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვაში.
მუნიციპალიტეტებმა პერსონალური სერვისის სტანდარტი უნდა დანერგონ 2025 წლიდან. ამ დროისთვის არ არსებობს სერვისის პრაქტიკაში მუშაობის გამოცდილება და ასევე პრობლემას წარმოადგენს კადრების კვალიფიციურობის საკითხი.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“ დაეხმარება საქართველოს მასშატბით ყველა მუნიციპალიტეტს, ახალი რეფორმის ეფექტურად განხორციელებაში. გზამკვლევში გათვალისწინებულია სერვისის დაგეგმვის, მართვის, განხორციელების, ბიუჯეტირების და მონიტორინგის ძირითად საკითხები. ასევე გათვალისწინებლია რეკომენდაციები, რომლეთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს სერვისის დანერგვაში. გზამკვლევი დაფუძენბულია რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის და მოწვეული ექსპერტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.