2023 წლის 13 თებერვალს ააიპ რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრი ნინო ბაზიკოშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკეს. შეხვედრის ფარგლებში წმინდა მამამ მიმართა დელეგაციის წევრებს და ისაუბრა საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე. “განათლება სწორედ ამას გულისხმობს – ხელი შეუწყო ახალი თაობების ზრდას, ყველაზე ნაყოფიერი ფესვების აღმოჩენასა და მოვლას, რათა იხარონ და ნაყოფი გამოიღონ. ეს კარგად ეხმიანება თვით საქართველოს იდენტობასაც, ახალგაზრდა, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისა, ზეცით კურთხეული მიწისა, რომლის ბედნიერი მოგონებანიც მარად შემორჩა ჩემს ხსოვნას. კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის. როგორც თქვენი სამშობლოს ერთ-ერთი მამა ამბობდა: „ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“ (ი. ჭავჭავაძე, ერი და ისტორია, გაზეთი „ივერია“, 1888). და პირიქით, ღვთის დახმარებით, “განათლებული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია“ (იგივე, „მგზავრის წერილები“, სანტა მარია დი კასტელაბატე, 2021).”