რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს – სოციალური აქტივიზმი.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების აქტუალიზაციას, მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის გზით პრობლემების მოგვარების გზების ძიებას და ადგილზე აქტიური ადამიანების მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ წევრები საქართველოს მასშტაბით არანაკლებ 10 მუნიციპალიტეტში გამართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას, რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების აქტუალიზაციისკენ.
- იცი სოფლის შენებას რა უნდა?
- ხმამაღლა ლაპარაკი უნდა
- საკუთარი ქალაქის სიყვარული უნდა
- ადგილზე მართვაში მონაწილეობა უნდა
პროექტის ფარგლებში რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრებმა და ჩართულმა პირებმა ბაკურიანში გამართეს სამუშაო შეხვედრა პროექტის აქტივობების და კამპანიის დაგეგმვის შესახებ.
შეხვედრაზე შერჩეული იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტები, სადაც რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი, პროექტში ჩართულ პირებთან და ადგილობრივ აქტიურ ადამიანებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი პრობლემების აქტუალიზაციისკენ.
პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.