Skip to content Skip to footer

საარჩევნო რეფორმის კვლევა მომავალი რეფორმისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი” “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი- თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (Friedrich Naumann
Foundation for Freedom) მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მედიას გააცნო სოციოლოგიური კვლევის -“საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის” კვლევის შედეგები.
შეხვედრაზე განხილული იყო სოციოლოგიური კვლევის შედეგები და შემდეგ გაიმართა დისკუსია.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი მადლობას უხდის სტუმრებს მობრძანებისთვის და საკითხით დაინტერესებითვის.
ჩვენი მიზანია, რომ კვლევის შედეგების ანალიზით, სამოქალაქო ჩართულობით და ერთობლივი მუშაობით მივიღოთ ისეთი საარჩევნო რეფორმა, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმართ. ნდობას დაუბრუნებს ჩვენს საზოგადოებას! რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში ფინანსური მხარდაჭერით 10-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა “საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისათვის. კვლევის ფარგლებში გამოკითხული იქნა საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების 600-მდე წევრი, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. რესპოდენტების შერჩევა მოხდა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე პირისპირ გამოკითხვის გზით.
მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია გამოკითხული რესპოდენტების წარმომადგენლობა ოლქის მიერ არჩეული და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების მიხედვით.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საინტერესო შედგები, რომლებიც რეფორმებისა და კვლევის ჯგუფს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად მისცემს რეფორმებზე მუშაობის შესაძლებლობას.

“საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისათვის” პროექტის ფარგლებში, დღეს 30 ოქტომბერს „რეფორმებისა და კველვის ჯგუფის“ ინტერვიუერებმა დაასრულეს საველე სამუშაოები. ორგანიზაციის ანალიტიკური გუნდი და სოციოლოგები კვლევის შედეგების დათვლის და გაანალიზების ეტაპზე გადავიდნენ.
“რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისთვის” მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის თითოეული წევრის დაფიქსირებული პოზიცია დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას არჩევნების კენჭისყრის დღის პროცედურების და ელექტრონული არჩევნების შესახებ.
„საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისათვის“ მრავალმხრივი შედეგების გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა. კვლევაში მონაწილე კომისიის წევრების პოზიციები განზოგადებული სახით იქნება გამოყენებული შედეგების ანალიზისთვის.
„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ მადლობას უხდის საუბნო საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტების ანონიმურობა დაცულია. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში „საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით გამოვლინდა მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ:
√გამოკითხული რესპოდენტების 78% მიიჩნევს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა არჩევნებმა გამორიცხა გაყალბების შესაძლებლობა ხმის დათვლის პროცესში.
√ გამოკითხული რესპოდენტების 72% ფიქრობ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა არჩევნებმა გამორიცხა კარუსელების შესაძლებლობა.
√ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში გაცილებით ნაკლებია ადამიანური შეცდმოები.
√ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში მინიმუმამდე შემცირდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 11%-ს 21 და მეტი წლის გამოცდილება აქვთ არჩევნებში მონაწილეობის. ასევე აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წლების განმავლობაში არ იცვლიდნენ პოზიციებს. ოლქის მიერ არჩეული წევრების 53% პროცენტს წლების განმავლობაში არ შეუცვლიათ პოზიცია, პარტიისგან დანიშნული წევრების 63% არ შეუცვლია პოზიცია არჩევნებში სხვადასხვა წლებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უფუნქციო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების წილი გადანაწილდა შემდეგნაირად: პარტიიდან დანიშნული წევრების 23% იყო უფუნქციო, ხოლო ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხოლოდ 2% იყო უფუქნციო. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის უფუქნციო წევრების პროცენტულ წილს, გამოიყურება შემდეგნაირად: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხოლოდ 4% იყო უფუნქციო არჩევნებზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრების 28% იყო უფუნქციო არჩევნებზე, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების 26% იყო უფუნქციო არჩევნებზე.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების სამარლიანობის თვალსაზრისით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს, არსებულ მოდელთან შედარებით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 88% მიიჩნევს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 86% ფიქრობს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები უფრო სამართლიანია ვიდრე არსებული წესით.
გამოკითხული რესპოდენტების 97% ეთანხმება საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებას.

ტელეფონი

ელ-ფოსტა

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 9:00-18:00

მისამართი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 73

rrg.ge © 2024.