Skip to content Skip to footer

საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის სოციოლოგიური კვლევის შედეგები

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში „საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით გამოვლინდა მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ:

  • გამოკითხული რესპოდენტების 78% მიიჩნევს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა არჩევნებმა გამორიცხა გაყალბების შესაძლებლობა ხმის დათვლის პროცესში.
  • გამოკითხული რესპოდენტების 72% ფიქრობ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა არჩევნებმა გამორიცხა კარუსელების შესაძლებლობა.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში გაცილებით ნაკლებია ადამიანური შეცდმოები.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში მინიმუმამდე შემცირდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 11%-ს 21 და მეტი წლის გამოცდილება აქვთ არჩევნებში მონაწილეობის. ასევე აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წლების განმავლობაში არ იცვლიდნენ პოზიციებს. ოლქის მიერ არჩეული წევრების 53% პროცენტს წლების განმავლობაში არ შეუცვლიათ პოზიცია, პარტიისგან დანიშნული წევრების 63% არ შეუცვლია პოზიცია არჩევნებში სხვადასხვა წლებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უფუნქციო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების წილი გადანაწილდა შემდეგნაირად: პარტიიდან დანიშნული წევრების 23% იყო უფუნქციო, ხოლო ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხოლოდ 2% იყო უფუქნციო. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის უფუქნციო წევრების პროცენტულ წილს, გამოიყურება შემდეგნაირად: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხოლოდ 4% იყო უფუნქციო არჩევნებზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრების 28% იყო უფუნქციო არჩევნებზე, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების 26% იყო უფუნქციო არჩევნებზე.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების სამარლიანობის თვალსაზრისით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს, არსებულ მოდელთან შედარებით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 88% მიიჩნევს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 86% ფიქრობს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები უფრო სამართლიანია ვიდრე არსებული წესით.

გამოკითხული რესპოდენტების 97% ეთანხმება საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებას.

იხილეთ კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქართულ ენაზე:

View the research reults presentation in English at the following link:

rrg.ge © 2024.