ორგანიზაციის ისტორია
2022 წლის 22 თებერვალს დაფუძნდა ა(ი)ი.პ რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი. ორგანიზაციის დაფუძნებას წინ მნიშვნელოვანი პროცესები და გამოწვევები უძღოდა.
2021 წლის 15 დეკემბერს საინიციატიცო ჯგუფმა ’’საარჩევნო რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა’’ პანელური შეხვედრა/დისკუსია ’’2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში და ელექტრონული არჩევნების პერსპექტივა” გამართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები თენგო თევზაძე, ანა კობახიძე, გიორგი სიორიძე და ნინო ბაზიკოშვილი გახლდათ, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკვე 2021 წელს საუბრობდნენ საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე და არჩევნებში ტექნოლოგიების სრულად დანერგვაზე, რაც იმ დროისათვის საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტიებში არაერთგვაროვან განწყობებს ქმნიდა. ხოლო, მმართველო პოლიტიკური პარტია ეწინააღდეგებოდა ტექნოლოგიების სრულად დანერგვას არჩევნებში.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ საარჩევნო რეფორმა და არჩევნების კვლევა არ ყოფილიყო ორგანიზაციის ამოცანა, ამიტომ გადაწყდა დაფუძნებულიყო ორგანიზაცია ა(ა)ი.პ რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი, რომლის მიზნებიც მმართველობის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად, არჩევნების მონიტორინგი და სამართლიანი, ობიექტური, თანასწორი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ევრო-ატალნტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა იქნებოდა.
ჩვენ, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრები ვთანხმდებით, როგორც თითოეული ჩვენგანის სწრაფვის სურვილს და შესაძლებობას საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბლებად. საქართველოში თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც დაფუძნებული იქნება თანასწორობის, პარტნიორობის, დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის, მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერების, კანონის პატივისცემის და საქართველოს სახელმწიფოს ერთგულების იდეასა და პრინციპებზე.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების მხარდაჭერას.