Skip to content Skip to footer

ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გაუჩნდათ ევროპული პერსპექტივა შესაძლებლობა, რაც გულისხმობდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, საქართველომ ვერ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა მიიღო რეკომენდაციების 12 პუნქტი, რომელთა წარმატებით შესრულების შემთხვევაში საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ამავდროულად NDI-ს მიერ ჩატრებული კვლევის მიხედვით საქართველოს ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 78% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 55%.

რუსული დეზინფორმაციული კამაპნიის სიმძლავრის საპირწონედ, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობისთვის დროული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ბენეფიტებთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა დაარასა ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი, რომელიც აერთიანებს წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და მზაობას ჩაერთონ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიაში „გვიმასპინძლე“ და ერთი წლის განმავლობაში ჩავიდნენ საქართველოს არანაკლებ 50 მუნიციპალიტეტის 100 სოფელში.

„გვიმასნიძლე“ გახდება პოზიტიური კამპანიის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად მოსალოდნელი კეთილდღეობის შესახებ.

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის ხედვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესახებ:

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელმა 2022 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წინ გამართა საინფორმაციო აქცია – „ევროპა ჩვენი მომავალია“.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი არის აქტიური, რეალიზებული და საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების გაერთიანება. ქსელი შეიქმნა თვითორგანიზებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ადამიანებისგან. ქსელის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით მოხალისეობრივად არიან ჩართულნი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის დაგეგმვასა და მართვაში.

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი არის წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს საერთო ინტერესების მქონე მეცნიერებს, მკვლევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი და ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი 1 წლის განმავლობაში აპირებს საქართველოს მასშტაბით ჩავიდეს 100 სოფელში და ესტუმროს 100 ოჯახს, რომელიც თავის მხრივ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის და სოფლის მასპინძელი ოჯახი გახდება.

#გვიმასპინძლე – მასპინძლობის მსურველმა ოჯახებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group და ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი • You in EU

საქართველოს თითოეული აქტიური მოქალაქისთვის კამპანიაში, #გვიმასპინძლე ჩართვა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ველოდებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე მოქალქეებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენთან ერთად კამპანიაში, #გვიმასპინძლე .

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი და ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი მადლობას უხდის 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან მოსულ აქტიურ ადამიანებს საინფორმაციო აქცია, „ევროპა ჩვენი მომავალია“ ჩართულობისთვის.

ტელეფონი

ელ-ფოსტა

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 9:00-18:00

მისამართი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 73

rrg.ge © 2024.