Skip to content Skip to footer

გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის „პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის მხარდაჭერით შექმნა „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“. პერსონალური ასისტენტის სერვისი საქართველოსთვის წარმოადგენს სიახელს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის №01-13/ნ ბრძანების მიხედვით (ბრძანება), პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა მუნიციპალიტეტების დელეგირებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი – „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“ ამ ეტაპზე არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვაში.
მუნიციპალიტეტებმა პერსონალური სერვისის სტანდარტი უნდა დანერგონ 2025 წლიდან. ამ დროისთვის არ არსებობს სერვისის პრაქტიკაში მუშაობის გამოცდილება და ასევე პრობლემას წარმოადგენს კადრების კვალიფიციურობის საკითხი. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი „გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის – პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტი“ დაეხმარება საქართველოს მასშატბით ყველა მუნიციპალიტეტს, ახალი რეფორმის ეფექტურად განხორციელებაში. გზამკვლევში გათვალისწინებულია სერვისის დაგეგმვის, მართვის, განხორციელების, ბიუჯეტირების და მონიტორინგის ძირითად საკითხები. ასევე გათვალისწინებლია რეკომენდაციები, რომლეთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს სერვისის დანერგვაში.
გზამკვლევი დაფუძენბულია რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის და მოწვეული ექსპერტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.
2022 წლის 27 ივლისს რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა გამართა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.
გზამკვლევის შემუშავების პროცესში გაანალიზებული იქნა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. გათვალისიწინებული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება პერსონალური ასისტენტის პროგრამის შესახებ. მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავებული იქნა რეკომენდაციები.პრეზენტაციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორაგნიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული პირველი პოლიტიკის დოკუმენტი – „გზამკვლევი“, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტისთვის გახდება ძირითადი სახელმძღვანელო პერსონალური ასისტენტის პროგრამის დანერგვის პროცესში.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის გზამკვლევის“ შემუშავება წარმოადგენს პროექტის პირევლ ეტაპს. შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგიონებში განახორციელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან პროგრამის დანერგვის, ინფორმაციის მიწოდების, ადვოკატირების და მხარდაჭერის მიმართულებით.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი მადლობას უხდის გზამკვლევის შექმნაში ჩართულ ექსპერტებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ტექნიკური მხარდაჭერისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

rrg.ge © 2024. 

 - 
Arabic
 - 
ar
Bengali
 - 
bn
German
 - 
de
English
 - 
en
French
 - 
fr
Hindi
 - 
hi
Indonesian
 - 
id
Portuguese
 - 
pt
Russian
 - 
ru
Spanish
 - 
es