პოლიტიკური გაერთიანება ‘’ქართული ოცნების’’ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადება რუსული კანონპროექტის გაწვევის თაობაზე წარმოადგენს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე.
პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის “გაწვევის” სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი გზა არის კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრით ჩაგდება.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ განცხადებით და დღესვე ჩანიშნონ კენჭისყრა, სადაც მოხდება კანონპროექტის “გაწვევის” სამართლებრივი გაფორმება. სხვა შემთხვევაში ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა დატოვებს ფასადურობის განცდას.
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრებს მიგვაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდნენ ის მომიტინგეები, რომლებიც 6-7-8 მარტს იქნენ დაკავებული.